LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომბატონი – ქართულ ბაზარზე პურის ახალი სახეობა გამოჩნდა

276

კომპანია „იფქლმა“ ახალი სახეობის დაჭრილი ბატონის წარმოება დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ეკონომბატონი ხორბლის დაჭრილი თეთრი, ქაღალდში შეფუთული პურია, რომელიც მხოლოდ 70 თეთრი ღირს და მასიურ წარმოებაში, ყველაზე დაბალფასიანი დაჭრილი ბატონია.

„შეფუთულ პურეულზე მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლების მოთხოვნა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. დაჭრილი და შეფუთული ეკონომბატონი სწორედ იმ მომხმარებლებისათვის შევქმენით, რომლებსაც შეფუთული პურის შეძენა ხელმისაწვდომ ფასში სურთ. პურის სახელწოდებაც მისი ეკონომიურობითაა განპირობებული,“ – აცხადებს „იფქლის“ დირექტორი, არისი ბოჭოიძე.

მისივე ინფორმაციით, ეკონომბატონი, ისევე როგორც „იფქლის“ ყველა ბატონი ტრადიციული მეთოდით, ბუნებრივ საფუარზე, ხაშზე ცხვება. ახალი სახეობის პროდუქტის შეძენა მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ მაღაზიებში.

შეგახსენებთ, კომპანია „იფქლი“ ქართულ ბაზარზე ჯანსაღ პურ-ფუნთუშეულს 1993 წლიდან აწამოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები