LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი ბიზნესმენებს ხვდება

89

“საქართველოს ბიზნესასოციაციის” წევრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი გახარიას ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, შეხვედრა ბიზნესთან პერიოდულად ხდება. დღევანდელ შეხვედაზე კი საუბარი შეეხება იმ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებსაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს და პასუხისმგებელია.

“საუბარი შეეხება პროგრამას “აწარმოე საქართველოში”, ასევე იმას, თუ რას ვგეგმავთ ტურიზმის მიმართულებით, ვისაუბრებთ საპენსიო რეფორმაზე და ა.შ.”, – განაცხადა გახარიამ.

თავის მხრივ, “საქართველოს ბიზნესასოციაციის” პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ აღნიშნა, რომ საკმაოდ ბევრი საკითხია დაგროვილი.

“ყველამ კარგად იცის, ბოლო რამდენიმე კვარტლის მონაცემები ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ჩვენ ამას ვხედავთ, ვგრძნობთ. ის შედეგები, რაც არის, პირადად ჩემთვის უკეთესია, ვიდრე მოლოდინი იყო. აქედან გამომდინარე, გვაინტერესებს ეკონომიკის სამინისტრო, მინისტრი რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ისეთ თემებთან მიმართებაში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ტურიზმი. ჩვენ დავინახეთ რამხელა ზრდა იყო ზაფხულის განმავლობაში. მომავალში ტურიზმის ზრდასთან ერთად აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ინფრასტრუქტურაში მეტი ინვესტიცია გააკეთოს. დარწმუნებული ვარ, რომ შეხვედრა საინტერესო იქნება, მრავალ საკითხს განვიხილავთ”, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები