LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი ლარის კურსზე პროგნოზს ვერ აკეთებს

33

ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ მოთხოვნა – მიწოდებაზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არაერთხელ უთქვამს და დღესაც აღნიშნავს, რომ პროგნოზებს ვერ გააკეთებს.

”ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი. მცურავი კურსი დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე, რომელიც არსებობს ბაზარზე და შესაბამისად, ეს მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს კურსს, რომელიც ჩვენ გვექნება. ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება და მინდა ამ განცხადებას დავეყრდნო, რომლის მიხედვითაც, თუ დადასტურდება და ეროვნული ბანკი შენიშნავს, რომ ინფლაციური წნეხი ეკონომიკაზე არის, ამ შემთხვევაში ის გამოიყენებს მაქსიმალურად მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს. რაც შეეხება მეორე – ლარიზაციის მიმართულებას, აქ არსებობს ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა, რომელსაც ხელისუფლება მიჰყვება, მათ შორის, ეროვნული ბანკი მიჰყვება. ასევე, გარკვეული საკანონმდებლო პაკეტი არის დღეს პარლამენტში და შესაბამისად, გაგრძელდება ლარიზაციის პროცესი. ჩვენი ამოცანა ამ მიმართულებით არის ის, რომ ვალუტის მერყეობაზე არ იყოს დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, რაც 2 რამეში გამოისახება. პირველი ეს არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ფასები არ უნდა გაძვირდეს და მეორე – ჩვენს მოსახლეობას ყოველთვიურად მეტის გადახდა, ან ნაკლების გადახდა არ უნდა მოუწიოს ბანკში იმის მიხედვით, თუ რას იზამს ეროვნული ვალუტა“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები