LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

51

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ფრანსუა პეშოს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ეს იყო გაცნობითი ხასიათის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაამტკიცა.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამა საქართველოში, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები და მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები. აღინიშნა, რომ პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს ეფუძნება და მხარს უჭერს ქვეყანას დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს პარლამენტის მიერ ისეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება, როგორიცაა კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ. აღინიშნა, რომ მიღებული კანონი არსებული სოციალური სისტემის სრულყოფისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო სხვა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა წარმოადგენს. შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული ყველა ვალდებულებისა და რაოდენობრივი და სტრუქტურული კრიტერიუმის წარმატებით შესრულებაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარტნიორული ურთიერთობა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები