LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ანაკლიის პორტზე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს

74

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი ქობულიას განმარტებით, ანაკლიის პროექტზე საუბრისას მას მხედველობაში ჰქონდა არა საკუთრივ ანაკლიის პროექტის გადახედვა, არამედ საქართველოს, როგორც ლოჯისტიკური ჰაბისა და ლოჯისტიკური კორიდორის სტრატეგიის გადახედვა. როგორც ქობულიამ განმარტა, ამ კონტექსტში გადასახედია პორტების, რკინიგზისა და ავტოტრანსპორტის კომპონენტები.

საქართველოს უპირატესი მნიშვნელობა ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობაშია. ამაზე დიდი ხანია არის ლაპარაკი, გეოგრაფიული მდებარეობა უნდა გამოვიყენოთ და უნდა განვავითაროთ ტვირთების გადაზიდვები. ეს ხდება, თუმცა მეტ პოტენციალს ვხედავ. ჩვენ უნდა გადავხედოთ სტრატეგიას, თუ როგორ გვინდა განვავითაროთ და ავითვისოთ პოტენციალი, რაც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით აქვს. ეს არის კომპლექსური ამოცანა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები