LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის სამინისტრო, შესაძლოა, რამდენიმე შენობაში გადანაწილდეს

94

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო უნდა გადანაწილდეს რამდენიმე შენობაში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პირველი კვარტლის ბოლოს უწყებას შესაძლებლობა ექნება, ნაქირავები შენობა დატოვოს და სხვადასხვა შენობაში გადანაწილდეს. ქუმსიშვილი აღნიშნული განცხადებით, სამინისტროების გაერთიანებასა და მთავრობის ოპტიმოზაციასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.

“ჩვენი მთავრობის ამოცანა არის ეფექტურობის ზრდა და ოპტიმიზაციის შედეგად ამოცანა იქნება მაღალპროფესიონალური კადრების დაწინაურება, შესაბამისად, მათთვის საუკეთესო პირობების შექმნა. ოპტიმიზაციის მიმართულებით ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებები არის ამოსავალი წერტილი. რაც შეეხება ხარჯებს, ხარჯები ჩვენ უნდა დავთვალოთ არა ერთი, არამედ რამდენიმე წლის ჭრილში. კარგად მოგეხსენებათ, რომ ზედაპირზე რაც დევს და მარტივ ოპტიმიზაციას რაც ექვემდებარება, ეს არის ადმინისტრაციული ხარჯები, სადაც ორ-ორი დეპარტამენტი არ იქნება და ორ-ორი დეპარტამენტი შემცირდება. საბოლოო ჯამში, 10 წლის განმავლობაში ეს, ერთი მხრივ, კერძო სექტორს აძლევს განვითარების მიმართულებით იმას, რომ მათ ეცოდინებათ სად უნდა მივიდნენ და სად უნდა მიიღონ პასუხები სწრაფად, როგორ მიიღწევა გადაწყვეტილებები უფრო მარტივად და მეორე მხრივ, დაზოგავს მნიშვნელოვან თანხებს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება თანხებს, ქუმსიშვილის თქმით, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმ საბოლოო სტრუქტურებზე, რომელზე ჩამოყალიბებაც მოხდება.

“ამ წუთში ხდება მექანიკური გაერთიანება. ჩვენ გვაქვს სამი თვე იმისთვის, რომ დავასრულოთ გაერთიანება სრულად და ამის შემდეგ ჩვენ, რა თქმა უნდა, გამჭვირვალედ წარმოვადგენთ ყველა იმ ხარჯს და გადაწყვეტილებებს, რომელიც ამ პროცესში იქნება მიღებული. რაც შეეხება შენობების მიმართულებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო უკვე გადანაწილდეს რამდენიმე შენობაში. ჩვენ ნაქირავები გვაქვს შენობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ოპტიმიზაცია ამის შესაძლებლობას მოგვცემს და ალბათ, პირველი კვარტლის ბოლოს ჩვენ შევძლებთ, რომ დავცალოთ ეს შენობა და გადავნაწილდეთ. ეს არის საუკეთესო სურვილი იმისათვის, რომ ჩვენ თანხები დავზოგოთ, მაგრამ ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები