LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება შეუმცირეს

87

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, მომავალ წელს თავდაცვის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს დაფინანსება უმცირდებათ.

უფრო კონკრეტულად კი, თუ 2017 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 748 მილიონი ლარი იყო, 2018 წელს – 702 მილიონი ლარი იქნება. 2017 წელს 370,5 მლნ ლარით დაფინანსებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით, 116 მლნ ლარით მცირდება და უწყება 2018 წელს 253,8 მლნ ლარს მიიღებს. დაახლოებით ერთი მილიონი ლარით მცირდება ენეგრეტიკის სამინისტროს ბიუჯეტი, კერძოდ, თუ 2017 წელს მისი დაფინანსება 132.3 მლნ ლარი იყო, 2018 წელს -131 მილიონი ლარი იქნება. ასევე მცირედით მცირდება იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი. 2017 წელს 62.015 მლნ ლარით დაფინანსებული უწყება, მომავალ წელს 62 მლნ ლარს მიიღებს.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, უცვლელია ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება. 2017 წლის მსგავსად, 2018 წელს აღნიშნული უწყების ბიუჯეტი 82,3 მლნ ლარით განისაზღვრა.

„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის პირველადი ვარიანტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები