LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის სამინისტროს შენობა, სავარაუდოდ, ორთაჭალაში „ბიზნეს სახლის“ გვერდით აშენდება

34

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს შენობა, სავარაუდოდ, ორთაჭალაში „ბიზნეს სახლის“ გვერდით აშენდება.

„ეკონომიკის სამინისტრო ქირით შენობაში ყოფნას დიდხანს არ აპირებს. ეკონომიკის სამინისტროს აქვს პროექტი, რომლის განხორციელებაც დაიწყება წლის ბოლომდე და, შესაბამისად, სამინისტროს ექნება თავისი შენობა. ორთაჭალაში უკვე არის სამინისტროების უმრავლესობა, მათ შორის, ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო და, თუ მათ სიახლოვეს იქნება ეკონომიკის სამინისტროც ხარჯების მართვის ნაწილში ბევრად უფრო მომგებიანი იქნება. ჩვენ ვაკეთებთ ორთაჭალაში „ბიზნეს ჰაუსს“ და იქ გვერდზე, სავარაუდოდ, იქნება ეკონომიკის სამინისტრო“, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები