LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის სამინისტროში გასულ წელს 4 მილიონამდე ლარის დანამატი გაიცა – აუდიტი

83

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან 2017 წლის განმავლობაში, 3 მილიონ 926 265 ლარის დანამატი გაიცა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში სახელფასო დანამატები გაიცემოდა სხვადასხვა საფუძვლით, თუმცა დანამატის გაცემის შემთხვევაში, ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებული სამუშაოს შესრულების სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტების შედგენა ორგანიზაციაში არ ხდებოდა, რაც არ შეიძლება კარგ პრაქტიკად ჩაითვალოს.

„სამინისტროს სისტემაში თანამშრომლებზე სულ 2017 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულია 26,365,952 ლარის ხარჯი, მათ შორის, დანამატი 3,926,265 ლარი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 14.9%-ს შეადგენს. საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული.

“ეკონომიკის სამინისტროს აპარატში დამტკიცებულ საშტატო რიცხოვნობას ფაქტობრივად წლის განმავლობაში საშუალოდ დასაქმებულთა რიცხოვნობა ჩამორჩება 27%-ით, ქონების ეროვნულ სააგენტოში 11%-ით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში 28%-ით, სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოში 17%, ხოლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში 70%-ით. დაგეგმვის ეტაპზე საშტატო რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არ უნდა აჭარბებდეს წლის განმავლობაში ფაქტიურად დასაქმებულთა რაოდენობას, რადგან არასწორად დაგეგმვის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიების ათვისება ან გადანაწილება მუხლს შიგნით, პრემიებისა და დანამატების გასაცემად, არ შეიძლება კარგ პრაქტიკად ჩაითვალოს,“ – ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები