LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე დადებითი გავლენა დღგ-ს ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემას აქვს“

101

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე დადებითი გავლენა დღგ-ს ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემას აქვს.

ამის შესახებ ჩერქეზიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებულია 226 მლნ ლარი 6 თვის მდგომარეობით, რაც უკვე აღემატება 2017 წლის  წლიურ მაჩვენებელს, ხოლო შარშანდელი 6 თვის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია.

„ივნისის ბოლოსთვის უკვე მობილიზებული იქნება 400 მლნ ლარის ზედმეტობის დაბრუნებისთვის საკმარისი რესურსი. ეს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია ბიზნესისთვის, რაც აისახა კიდეც ეკონომიკურ ზრდაზე,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„საქსტატის“წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 6,1 პროცენტი დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები