LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელ-კომერციის თემაზე ტექნოპარკში ლექცია ჩატარდება

131

3 მაისს, 18:00 საათზე ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდება ლექციის ტიპის შეხვედრა ელ-კომერციის თემაზე, ტექნოპარკის ბენეფიციარი სტარტაპერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

ლექციას ჩაატარებს კომპანია UniPAY-ის დამფუძნებელი კობა ქურდაძე. ის ისაუბრებს ვებგვერდზე გადახდების ინტეგრაციის პროცესებზე, განიხილავს სხვადასხვა ონლაინ პლატფორმას და ამ პლატფორმებზე  გადახდების ინტეგრაციის ეტაპებს. ასევე მათთვის, ვინც დაინტერესებულია ევროპაში პროდუქციის რეალიზებით, მიაწვდის ინფორმაციას SEPA-ს შესახებ, რაც ახალი და უნიკალური პროდუქტია ევროპიდან გადახდების მისაღებად.

სტუმრებს გამოცდილებას გაუზიარებენ ასევე მოწვეული სტუმრები, რომლებიც მოყვებიან პირად ქეისებს: როგორ შეარჩიეს პლატფორმა, რა ეტაპები გაიარეს ონლაინ გადახდების ინტეგრაციისთვის და როგორია მათი გამოცდილება ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით საქართველოს ბაზარზე.

მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან გერმანული ტექნიკის კომპანიის – „კერხერის“ საქართველოს ოფისის ონლაინ გაყიდვების და სფეროს სპეციალისტი – თამარ ჯავახიშვილი; ქართული ტანსაცმლის ბრენდის, „კრავაის“ დამფუძნებელი ქეთო ცაავა და სტიკერების კომპანია „აისქრიმის“, და არა მხოლოდ, დამფუძნებელი – ბექა ზაქაიძე.

სტუმრები, შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეძლებენ საკუთარი ბიზნესის ინტერესებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, შეარჩიონ ონლაინ პლატფორმა ელ-კომერციისათვის, მარტივად დაამატონ გადახდები საკუთარვებ გვერდებზე და მომზადებულები შეხვდნენ ქართული ბაზრის სპეციფიკას,” – ამბობს კობა ქურდაძე, კომპანია UniPAY-ის დამფუძნებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები