LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელ მაკფერსონი ამტკიცებს, რომ ცხოვრება 50 წლის შემდეგ თავიდან იწყება

267

53 წლის ელ მაკფერსონმა „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები განათავსა: გრძელი ფეხები, იდეალური პრესი და ნავარჯიშები ხელები – მოდელი შუდარებლად გამოიყურება. სკეპტიკოსებს მაკფერსონი მუდმივად უმტკიცებს, რომ 50 წლის შემდეგ ცხოვრება თავიდან იწყება და სრულიად დასაშვებია, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდე.

მოდელის იდეალური სხეულის საიდუმლო ცნობილია – მუდმივი ვარჯიში აუცილებელი შესვენებით, რათა აღიდგინოს ძალები. რაც შეეხება რაციონს, მაკფერსონმა უკვე დიდი ხანია უარი თქვა ფუნთუშეულობაზე, ტკბილსა და მარილიან საკვებზე. დილას ის ტოსტით, შვრიის ფაფით, ომლეტით ან გრეიფრუტით იწყებს, დღის მანძილზე კი დიდი რაოდენობით წყალს სვამს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები