LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელჩებმა პატრიარქს აღსაყდრების 40 წლის იუბილე მიულოცეს

64

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლის იუბილეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ულოცავენ.

ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლის იუბილე მიულოცეს: ამერიკის შეერთებული შტატების, უნგრეთის, თურქეთის, სომხეთის, შვეიცარიის კონფედერაციის, შვედეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, რუმინეთის, პოლონეთის რესპუბლიკის, ნიდერლანდების, ლიტვის, იტალიის, ისრაელის, ირანის, იაპონიის, გერმანიის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ჩეხეთის, ბულგარეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის ელჩებმა და ასევე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელებმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი 2017 წლის 25 დეკემბერს უსრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები