LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელეგანტური მაიკლ დუგლასი და სექსუალური ქეთრინ ზეტა-ჯონსი ქორწინების 17 წლის იუბილეზე (ფოტო)

198

ცოტა ხნის წინ ცნობილმა წყვილმა, მაიკლ დუგლასმა და ქეთრინ ზეტა-ჯონსმა ქორწინების 17 წლის იუბილე აღნიშნა. ამჯერად კი  მეუღლეები მანჰეტენზე გამართულ მსახიობთა ფონდის მიერ ორგანიზებულ წვეულებას დაესწრნენ. წყვილი ფოტოგრაფებთან ხელჩაკიდებული გამოჩნდა. 73 წლის დუგლასი, როგორც ყოველთვის, ელეგანტურად გამოიყურებოდა, ხოლო ქეთრინ ზეტა-ჯონსმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ასაკი მას ვერაფერს აკლებს. 48 წლის ლამაზმანი ბრწყინავდა შავი ფერის დეკოლტირებულ საღამოს კაბაში, რომელიც ძვირფასი სამკაულებით იყო გამდიდრებული.

შეგახსენებთ, რომ პოპულარული წყვილი 2000 წელს დაქორწინდა. საერთო ქორწინებიდან კი მათ ორი შვილი ჰყვათ, ქერისი და დილანი.  მაიკლ დუგლასი კი მალე ბაბუაც გახდება, რადგან მისი ვაჟი პირველი ქორწინებიდან, დილან დუგლასი შვილს ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები