LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენ დეჯენერესის რეზიდენცია ბევერლი-ჰილზში 34 მილიონად იყიდება (ფოტო)

296

ელენ დეჯენერესისა და პორტია დე როსის ბევერლი ჰილზში მდებარე სახლი გაყიდვაში მეორედ გამოიტანეს. სახლი წყვილმა 2012 წელს 17400 000 დოლარად შეიძინეს და იქამდეც მას უამრავი ცნობილი მფლობელი ჰყავდა. სახლი 1956 წელს არქიტექტორმა ჰელ ლივიტმა დააპროექტა, ელენ დეჯენერესმა კი ის ინტერიერის ცნობილ დიზაინერს, კერი ვირსტერს გადააკეთებინა.  ულამაზეს სახლს მეორენაირად სკოურასის რეზიდენციას ეძახიან, ელენმა კი ადგილს „ბევერლი-ჰილზი სახლში“ შეარქვა.

აქ ყველაფერია, რაც კომფორტისთვის გჭირდებათ, მუსიკალური ოთახი, ბიბლიოთეკა, შიდა აუზი შადრევნით, ოთახი ქალაქის ყველა ხედით, ულამაზესი ეზო და სათამაშო მოედანი. ბევერლი-ჰილზის ეს ულამაზესი რეზიდენცია 34 მილიონ დოლარად იყიდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები