LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენ დეჯენერესისა და პორტია დე როსის რომანტიკა ჰოლივუდში (ფოტო)

667

ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი, რომელიც ბოლო დროს მედიის ყურადღების ცენტრში თავისი ფეშენებელური სახლით მოექცა, კვლავ პაპარაცების ობიექტივშია. ტელეწამყვანი მეუღლესთან, პორტია დე როსისთან ერთად ჰოლივუდში ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსვლისას გადაიღეს. ხელჩაკიდებულმა წყვილმა რესტორანი ღიმილით დატოვა და არც ცნობისმოყვარე პაპარაცებს მორიდებია.

45 წლის მსახიობი და 60 წლის ტელეწამყვანი სპორტულ ფორმაში იყვნენ გამოწყობილები. მეუღლეებმა არჩევანი შავ ფერზე გააკეთეს. დეჯენერესი შავ ჯინსებსა და ქურთუკში იყო გამოწყობილი. პორტიამ კი არჩევანი ასევე შავ კომბინეზონზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ წყვილი 2008 წლიდან ერთადაა. ცოტა ხნის წინ Good Housekeeping-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 45 წლის პორტიამ განაცხადა, რომ ის უზომოდ ბედნიერია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები