LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია აზრით, კონტრაქციის მონაწილეები შსს-ს ძალის გამოყენებით უნდა დაეშალა

85

“ევროპული საქართველოს” წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ 13 მაისს “თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ ორგანიზებული შეკრების კონტრაქციის მონაწილეები შსს-ს ძალის გამოყენებით უნდა დაეშალა. ამის შესახებ ელენე ხოშტარია Facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს.

ხოშტარიას მიაჩნია, რომ მოძალადის მიმართ ლეგიტიმური ძალის გამოუყენებლობა „ბოროტება და ძალადობის წაქეზებაა“.

მოძალადეს მიმართ ლეგიტიმური ძალის არ გამოყენება არის ბოროტება და ძალადობის წაქეზება. გავაუქმოთ მაშინ პოლიცია და ფეხბურთის მატჩებით დავიცვათ ადამიანების თავისუფლება. წარმოუდგენლად საშიშია მოძალადეების მიმართარდარბევისჰუმანიზმად გასაღება. არავის დარბევა არაა სასიამოვნო, მაგრამ მოძალადის არდაშლა, არდაკავება არის ძალადობის წაქეზება და თავისუფლებაზე უარის თქმა,“ – წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის პარალელურად, ნეონაცისტურმა ორგანიზაციებმა და „ქართულმა მარშმა“ კონტრაქცია გამართეს. ისინი ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნას აპროტესტებდნენ. კონტრაქციის მონაწილეებმა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეებს დასაშლელად  და პარლამენტის ტერიტორიის დასატოვებლად დროც მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ მიმართ ძალის გამოყენებაზე მიუთითეს. ორი აქციის მონაწილეებს შორის პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული. მოგვიანებით, რუსთაველზე მდგომარეობა დაიძაბა. კონტრაქციის მონაწილეთაგან რამდენიმემ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რის გამოც ისინი დააკავეს.

პოპულალურები