LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია ბესელიას პასუხობს: იაფფასიანი მცდელობა, რომ კომისიას ტექნიკური ბარიერი შეუქმნან

77

ჩვენ არა მხოლოდ ექსპერტებზე, არამედ ყველა ნაბიჯზე, ყველა დაკითხვასა და ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომელსაც ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მიიღებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა  ელენე  ხოშტარიამ განუცხადა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას მოწოდებას გამოეხმაურა.

ხოშტარიას თქმით, თუ „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ კომისიის მუშაობას ხელოვნური ბარიერები შექმნას, არ გამოუვა.

„ექსპერტების დაქირავების სამართლიანი წესი შემოვიღეთ. შეგვეძლო, ისეთი წესი შემოგვეღო, როცა უმრავლესობით გადაწყდებოდა, ექსპერტი ვინ იქნებოდა. უმრავლესობაში ჩვენ ვართ და მათი ექსპერტებით დაკომპლექტების თაობაზე „ოცნების“ სურვილს არ გავითვალისწინებდით. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ და „ოცნება“ ადამიანების ობიექტურ შეფასებაზე ვერასოდეს შევთანხმდებით, ვთქვით, რომ ვინც თავის ექსპერტზე პასუხისმგებლობას იღებს, მან მოიყვანოს. ჩვენ არა მხოლოდ ექსპერტებზე, არამედ ყველა ნაბიჯზე, ყველა დაკითხვასა და გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ. როცა გამოძიების მიმართ ამდენი პრეტენზია და კითხვა მოვისმინეთ, ამაზე პასუხები უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე იაფფასიანი მცდელობა, რომ კომისიას ტექნიკური ბარიერი შეუქმნან“, – აღნიშნა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში იმუშაონ წინა ხელისუფელების შსს-ს მაღალჩინოსნებმა, ზაზა ჭაიამ და ირაკლი ქადაგიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები