LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია კარგად გაერკვეს, მე მადანაშაულებს სამშენებლო მაქინაციებში თუ საკუთარ მეუღლეს – კახა კალაძე

54

„ელენე ხოშტარიას ბრალდებებზე როგორ ვუპასუხო, მისი რეიტინგი არის ნულზე ქვემოთ, მისი მეუღლე არის სამშენებლო კომპანია M-კვადრატის დირექტორი და კარგად გაერკვეს, მე მადანაშაულებს სამშენებლო მაქინაციებში თუ საკუთარ მეუღლეს,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, „ფორტუნას“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რაც შეეხება, სამშენებლო კომპანია „არქი ჯგუფისთვის“ მიყიდულ ნაკვეთს, კალაძის განცხადებით, ეს ნაკვეთი შეძენილი ჰქონდა საკუთარი შემოსავლით.

„არ დაგიმალავთ, მილანში საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ვიყავი,  ჩემი შემოსავალი 6 მილიონი იყო, მქონდა პირადი თანხებიც. არ გამიძარცვავს არავინ და არ მომიპარავს ფული ბიუჯეტიდან. ერთი ნაკვეთი მივყიდე „არქი ჯგუფს“, გადავეცი მინდობილობა, კომპანიამ გააკეთა მშენებლობის ნებართვა და იყიდა მშენებლობის კოეფიციენტები,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“  მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს, კორუფციაში ადანაშაულებს.

თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, კიდევ ერთ საეჭვო გარიგებაზე ისაუბრა, რომელშიც კახა კალაძე შპს „არქი ჯგუფი“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ივლიანე წულაია, ფიგურირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები