LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარიამ მინისტრობის კანდიდატების მოხსენებები დადებითად შეაფასა

43

საზოგადოებას მინდა მივულოცო, რაც დღეს გავიგეთ,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმოამდგენელმა, ელენე ხოშტარიამ, ჯაველინების შესყიდვაზე თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას, განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხოშტარიამ, ასევე, დადებითად შეაფასა შს მინისტრის გიორგი გახარიას, მოხსენება და აღნიშნა, რომ ის არსებულ გამოწვევებს ხედავს.

პოზიტიურად მინდა გამოვყო შს მინისტრის მოხსენება, რომელიც გამოწვევებზე იყო. თქვენ სწორად საუბრობდით ადამიანის უფლებების დაცაზე, რაც არ გიხსენებიათ, ერთი ეს არის ნარკოტიკის ჩადების პრობლემა,“ -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომიტეტზე გამომსველებიდან ხოშტარიამ იუსტიციის და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრები გააკრიტიკა. მან სოზარ სუბარს მოუწოდა, როცა ოპოზიცია პარლამენტში იბარებს, მივიდეს და ესაუბროს.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო იუსტიციის მინისტრის თვითტკბობა მაშინ, როცა ასეთი პრობლემებია,“ – განაცხადა ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები