LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროენერგიის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა

34

ელექტროენერგიის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. 2017 წლის პირველ 4 თვეში ქვეყანამ მეზობლებისგან უკვე 887 მლნ კვტ.საათამდე ელექტროენერგია შეიძინა, რაც 1.8-ჯერ მეტია 2016 წლის მთლიან მონაცემზე.

იმპორტი მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდა აპრილშიც. ესკო-ს მონაცემებით, ელექტროენერგია სამივე მეზობელი ქვეყნიდან შევიძინეთ: მათ შორის რუსეთიდან 17.82 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან 88.25 მილიონი და სომხეთიდან 40.46 მლნ კვტ.სთ.

იმპორტის ასეთ მკვეთრ ზრდას ენერგეტიკის სამინისტროში რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის არის ცივი ზამთარი, რის გამოც ბუნებრივი აირის დღიური მოხმარება უპრეცედენტოდ მაღალი იყო. იმპორტის ზრდაზე გავლენა მოახდინა აფხაზეთის მომარაგებამ (ენგურჰესის გაჩერების გამო), ასევე “ჯორჯიან მაგანეზის” გაზრდილმა მოთხოვნამ – ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობდა, რაც ექსპორტის მაჩვენებლებზეც აისახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები