LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინდა

99

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.

დეპრტამენტის ინფორმაციით, ხაშურისა და მცხეთის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირთან, მდინარე რიონზე, მოქალაქეები, ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატებით, ნავებიდან ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. მათ, ჯამში, მოპოვებული ჰქონდათ 21 კგ-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი.

მიმდინარე წელს, 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, უკანონო თევზჭერის 433 ფაქტი გამოვლინდა. აქედან, 175 ფაქტი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ამავე პერიოდში, ამოღებულია 25 ერთეული რეზინის ნავი, მათ შორის 7 ძრავზე მომუშავე, 45 ერთეული ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატი, 235 სახლართი ბადე და თევზჭერის სხვა აკრძალული იარაღები.