LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

82

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ამჟამად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აგლაძის ქუჩაზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობი. ცეცხლი გამთენიისას ხის მასალის საწყობში გაჩნდა.

ადგილზე 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოპულალურები