LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

130

თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი, დღეს დილას, ერთ-ერთ საწყობში ხის მასალას გაუჩნდა.

დამწვარია დაახლოებით 800 კვ. მ. ფართობი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე 17 სახანძრო -სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები