LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელის თუ არა საქართველოს ძალიან ცივი ზამთარი – ქართველი სინოპტიკოსების მოლოდინი

136

ინფორმაციას, ბოლო 100 წლის განმავლობაში, ყველაზე ცივი ზამთრის მოლოდინთან დაკავშირებით, ქართველი სინიპტოკოსები არ ადასტურებენ. მათი მტკიცებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და  ზედმეტად  მკაცრ ზამთარს არ უნდა ველოდოთ.

ზამთრის სეზონის მოსალოდნელი პროგნოზი, ჯერჯერობით, არც საქართველოში და არც ევროპის ქვეყნებში არ შედგენილა, შესაბამისად, მოსალოდნელი ანომალიურად ცივი ზამთრის მოლოდინი ამ ეტაპზე არ არსებობს – აღნიშნა რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ.

ზამთრის სეზონის პროგნოზს კი სინოპტიკოსები ნოემბრის ბოლოს, რომში დაგეგმილ ევროპის ქვყნების ფორუმზე შეადგენენ.

სწორედ სეზონურ პროგნოზთან დაკავშირებით იკრიბებიან სპეციალისტები იტალიაში, სადაც ფორუმს საქართველოს წარმომადგენელიც დაესწრება. შესაბამისად, ნოემბრის ბოლოს იქნება ცნობილი, რამდენად ცივი იქნება წელს ზამთარი, როგორც  საქართველოში, ასევე ევროპის ქვეყნებში.

რაც შეეხება ინფორმაციას ე.წ. გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, ქართველი სინოპტოკოსების განმარტებით, გლობალური დათბობის პროცესი იმდენად ნელია, რომ ტემპერატურის თუნდაც 1 გრადუსით მატებას, ათწლეულები სჭირდება.

“გლობალური დათბობის გარკვეული ტენდენციები საქართველოშიც შეინიშნება, თუმცა ეს იმდენად ნელი პროცესია, რომ უახლოესი ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად შესამჩნევ, ნეგატიურ შედეგებს არ უნდა ველოდოთ” – აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები