LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ელისაბედ ელისაბედ“ – რუსთავის თეატრი მორიგი პრემიერისისთვის ემზადება

258

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრში პრემიერაა. 17 მარტს, 20.00 სთ-ზე, რეჟისორი გურამ ბრეგაძე, მაყურებელს თამაზ ჭილაძის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს – ,,ელისაბედ ელისაბედს“ წარუდგენს.

პიესის მთავარი გმირი, 22 წლის გოგონა ელისაბედია, რომელსაც სურს, სამყარო მის გარშემო დაატრიალოს. ამ სამყაროში მისი ოჯახის წევრები არიან გაერთიანებულნი, რომლებიც მისთვის საკუთარი შვილებივით არიან. ვინ არიან ეს ადამიანები? ელისაბედის დედა, მამა, ბებია და დედის მომავალი საქმრო. მოქმედება საბჭოთა პერიოდის საქართველოში ვითარდება. ერთი შეხედვით პრობლემები თითქოს წარსულშიც ისეთივე იყო, როგორც ახლაა.

ელისაბედი ძიძაა. ის 5 შვილის დედაცაა. სწორედ ასე ეცნობა მასთან სახლში მისულ ტელევიზორის ახალგაზრდა ხელოსანს. მოკლედ, ეს ერთი შეხედვით აბსურდული კომედიაა, საინტერესო სიუჟეტითა და სხვადასხვა კატეგორიის პერსონაჟებით.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი: გურამ ბრეგაძე, მხატვარი: ლომგულ მურისიძე, ქორეოგრაფი: გიორგი მოსაშვილი, მუსიკალური გაფორმება –  გიორგი სარჯველაძე, რეჟისორის თანაშემწე: ნაილი იაშაღაშვილი.

მონაწილეობენ: მარიამ კვიტაიშვილი, ეკა ქვრივიშვილი,ვენერა მაჭარაშვილი, თეა შარვაშიძე,ლარისა ხაჭაპურიძე, გიორგი რევაზიშვილი,ზაზა თაგოშვილი, სოსო ელიზბარაშვილი, გიორგი ბუაძე, ზურა ფიროსმანაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები