LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაბედ მეორემ თავისი სეხნია სპილო მოინახულა

95

დიდი ბრიტნეთის დედოფალმა, ელისაბედ II-მ უისნეიდსკის ზოოპარკში ის სპილო მოინახულა, რომელსაც მის საპატივსაცემოდ „ელისაბედი“ დაარქვეს.

დედოფალმა ედინბურგის ჰერცოგ ფილიპთან ერთად მონაწილოება მიიღო ზოოპარკში სპილოების მოვლის ცენტრის გახსნაში. ის ადგილზე მომუშავე პერსონალს შეხვდა და მათი საქმიანობა დაათვალიერა.

აზლიელი სპილოებისთვის ცენტრი ახალი სახლი გახდა, მათ შორის არის რვა თვის ელისაბედიც, რომელიც მისი 90 წლის იუბილემდე ერთი დღით ადრე დაიბადა.

აღსანიშნავია, რომ ზოოპარკის საქმიანობას ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოება განაგებს, რომელიც მისი უდიდებულესობის პატრონაჟით არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები