LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი ხელისუფლებას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

100

„ნაციონალური მოძრაობა ცესკოში  წარსადგენი ხელმოწერების  შეგროვებაში არ მეხმარება,“ – ამ განცხადებას  მერობის დამოუკიდებელი  კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, გუშინ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით აკეთებს, სადაც ჩანს, თითქოს ენმ-ის აქტივისტები ალეკო ელისაშვილს ხელმოწერების შეგროვებაში ეხმარებიან. ის ხელისუფლებას დეზინფორმაციაში ადანაშაულებს.

ელისაშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში შეიქმნა ყალბი გვერდი, სადაც სხვადსხვა სახის ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და ამ ყველაფრის ფართოდ გასავრცელებლად ხელისუფლება ფინანსებსაც ხარჯავს.

„გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა  ვიდეო, სადაც ვითომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები ვითომ ჩემს მხარდასაჭერად აგროვებენ ხელმოწერებს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, უნიჭოდ დადგმული.  ხელმოწერებს მეტროსადგურებთან აგროვებენ მხოლოდ ჩემმაისურიანი მოხალისები, შტაბის წევრები და სხვა არავინ. ამ ჯგუფებში იწერება უამარვი ტყუილი, თითქოს, მე გუნდში ვიღაც ავიყვანე. ასახელებენ სხვადასხვა ადამიანს, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. თითქოს, ვიღაცას თანამდებობები შევთავაზე. ყველაფერი არის აბსოლუტური სისულელე. ვფიქრობდი, არ მიგვექცია ყურადღება, მაგრამ უკვე ყველანაირ ზღვარს გადასცდნენ.“ -აცხადებს ელისაშვილი.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები