LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილმა ცესკოს, 10 000-ის ნაცვლად, 20 000-მდე ხელმოწერა ჩააბარა

63
მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მხარდამჭერთა სია ჩააბარა. როგორც ცესკოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მან ცესკო-ში 20 ათასამდე ხელმოწერა მიიტანა.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების დამოუკიდებლად, ხალხთან ერთად მოახერხა მხარდამჭერთა სიის შეგროვება.

“შემეშინდა თავდაპირველად, ვინაიდან  ითვლება, რომ რამდენიმე დღეში ნამდვილი ხელმოწერების შეგროვება შეუძლებელია. დიდი პარტიებიც კი ოროსნებივით იწერენ სიებს ერთმანეთისგან და ამასვე მირჩევდნენ მეც. მე ტყუილებისთვის არ ვარ მოსული პოლიტიკაში. ჩემი მიზანია, რომ ეს სიბინძურე ქართულ პოლიტიკაში გაიწმინდოს. ჩვენ დღეს აქ მოვიტანეთ 20 ათასი ხელმოწერა. 19 ათას 576 თბილისელის საპროტესტო გზავნილია რეალურად,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.