LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Elit Home- მაღაზია, სადაც სასურველ ტექნიკას ჩართავთ და გამოცდით

578

„ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს ახალი კონცეფციის მაღაზიას სთავაზობს Elit Home-ს ბრენდის ქვეშ. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, პირველად საქართველოში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მაღაზიაში ჩართოს და გამოსცადოს ნებისმიერი, მისთვის სასურველი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მხოლოდ შემდეგ გააკეთოს არჩევანი მის შეძენაც.

”ტექნიკის გამოცდაში თქვენ „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღალკვალიფიციური კონსულტანტი დაგეხმარებათ, იგი დეტალურად გაგაცნობთ პროდუქტის ტექნიკურ და ფუნქციონალურ მახასიათებლებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, Elit Home-ის პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმის ახალ მოლში, ტ. აბუსერიძის ქუჩაზე გაიხსნა. „ელიტ ელექტრონიქსი“ გახსნასთან დაკავშირებით მომხმარებელს 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

Elit Home-ს მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული პროდუქცია, როგორებიცაა: Bosch, Gorenje, Samsung, Philips, Delonghi, Graetzდა სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები