LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელიზაბედ II-მ ლონდონის ტერაქტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა

46

22 მარტს, ლონდონის ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა და 40-მდე დაშავდა. პოლიციამ ტერორისტის ლიკვიდირება შეძლო. რამდენიმე წუთის წინ კი, ბუკინგემის სასახლემ დედოფალ ელიზაბეტ მეორეს ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და ტერაქტთან დაკავშირებით შეცვლილ გეგმებზე ისაუბრა. 23 მარტს, დედოფალს მეუღლესთან ერთად სკოტლანდ-იარდის ახალი შენობის გახსნაში მონაწილეობა უნდა მიეღო.

„მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს და ადამიანს, ვინც ჩვენი უსაფრთხოების შენარჩუნება შეძლო“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები