LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელტონ ჯონი სცენას ტოვებს

114

ელტონ ჯონის მუსიკალური კარიერა 50 წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში მან საკუთარი ალბომების 260 მილიონი ასლის გაყიდვა, ხუთი პრემია „გრემის“, ერთი „ოსკარის“, ერთი „ტონის“ და თერთმეტი Ivor Novello-ს მიღება მოახერხა. მუსიკოსის ანგარიშზე სამი ათასზე მეტი გამართული კონცერტია.

69 წლის ელტონ ჯონთან დაახლოებული პირების ცნობით, ის სცენიდან წასვლას და მთელი დროის ოჯახისთვის დათმობას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ჯონი მეუღლესთან, დევიდ ფერნიშთან ერთად ორ შვილს ზრდის, რომლებიც მას სუროგატმა დედამ გაუჩინა.

„ახლა სულ ბავშვებზე ვფიქრობ, რომ მათ წინ სკოლა და შემდეგ უმაღლესი სასწავლებელი აქვთ. მინდა მათზე უფრო მეტად ვიზრუნო“, – ჯერ კიდევ თებერვალში განუცხადა ელტონ ჯონმა ერთ-ერთ ცნობილ გამოცემას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები