LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელტონ ჯონი უკვე შეკვეთილშია

96

ლეგენდარული ბრიტანელი ვარსკვლავი, ელტონ ჯონი შეკვეთილშია. მომღერალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა, ხოლო იქიდან შეკვეთილში გაემგზავრა.

71 წლის მუსიკოსი “ბლექ სი არენას” სცენაზე 2-საათიანი პროგრამით, ზუსტად 21:00 საათზე გამოვა.

შეკვეთილში იმყოფებაასევე მუსიკოსის 28-კაციანი ტექნიკური ჯგუფი და “იამაჰას” ფირმის შავი როიალი, რომელიც ელტონ ჯონს ყველა გასტროლზე თან დააქვს.

მუსიკოსს ჰქონდა განსაკუთრებული მოთხოვნებიც: ეს იყო საქართველოში გამოცემული უცხოური პრესა, დამატებითი ოთახი გარდერობისთვის, კულისების მცენარე ფიკუსით მორთვა და დიდი ზომის ტელეეკრანები ბლექ სი არენას შიდა და გარე ტერიტორიაზე, სადაც ელტონ ჯონი შეძლებს, თვალი ადევნოს მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში.

ელტონ ჯონის კონცერტები „ბლექსი არენას” სცენაზე დღეს და ხვალ გაიმართება. რაც შეეხება ბილეთებს, 2017 წლის 16 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 30 ივნისის კონცერტზე, 17 სექტემბრის ბილეთებით კი – 1 ივლისისს.

შეგახსენებთ, რომ „ბლექსი არენას“ სცენაზე ელტონ ჯონის კონცერტი გასული წლის სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა ბენდის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები