LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელტონ ჯონის კონცერტები შემდეგი წლისთვის გადაიდო?!.

78

ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში, „სოლოსა“ და „ისთერნ ფრომოუშენსის“ ორგანიზებით 16 და 17 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე“ უნდა გამართულიყო. ორი კონცერტის ბილეთები თითქმის სრულადაა გაყიდული. ელტონ ჯონის ჩამოსვლას უამრავი მისი თაყვანისმცემელი ელოდებოდა.

ორი დღის წინ გაირკვა, რომ ელტონ ჯონის გიტარისტს, რომელიც მისი ტურნეს სამხატვრო ხელმძღვანელიც გახლავთ და ასევე ვოკალისტიც, ანუ შეუცვლელი მუსიკოსია, ხელზე სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. „სოლომ“ და „ისთერნ ფრომოუშენსმა“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ ექიმების დასკვნის შემდეგ მიიღებდნენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

ჯერჯერობით, ოფიციალურად არც ერთი მათგანი არ ადასტურებს კონცერტების გადადებას და ელტონ ჯონის ოფიციალურ საიტზეც ჯერ კიდევ 16-17 სექტემბერია მითითებული, მაგრამ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიტანელი მუსიკოსი საქართველოს გაისად ესტუმრება, 2018 წლის 30 ივნისს და 1-ელ ივლისს, კონცერტები კვლავ „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.

ვისაც ბილეთების დაბრუნება ენდომება, უპრობლემოდ შეძლებს ამის გაკეთებას, თუმცა დაგვეთანხმებით, ამ შოუს გამოტოვება ნამდვილად არ ღირს, თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რა ხდებოდა ბილეთებთან დაკავშირებით და როგორი ინტერესი იყო მაყურებლის მხრიდან, ბევრი ბილეთის მფლობელი, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს მას და შოუს შემდეგ წელს დაელოდება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები