LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელტონ ჯონმა დაადასტურა, რომ საქართველოში შოუებისთვის ემზადება

129

ელტონ ჯონი ისევ აქტიურად გამოდის სცენაზე. მას შემდეგ, რაც მის გიტარისტს ხელზე პრობლემა შეექმნა და საქართველოში დაგეგმილი კონცერტები გადაიდო, ბევრ ქართველ მსმენელს აინტერესებდა, აპირებდა თუ არა ის ჩვენს ქვეყანაში გადადებული კონცერტების ზაფხულში გამართვას.

სკეპტიკურად განწყობილ ქართველ მსმენელს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ სერ ელტონი ნამდვილად მოდის საქართველოში, “ბლექ სი არენაზე” 30 ივნისსა და პირველ ივლისს კონცერტებისთვის. მათ “სოლო” და “ისთერნ ფრომოუშენსი” წარმოგიდგენთ.

ახლახან ელტონ ჯონის “ფეისბუქზე” გამოჩნდა ახალი ფოტო კონცერტიდან, რომელიც მუსიკოსმა “სიზარს პალასში” გამართა. როგორც ის წერს, აპრილში ისევ იქ დაბრუნდება შოუს გასამართად, სანამ საქართველოში გამოემგზავრება ორი შოუსთვის, რომელიც “ბლექ სი არენაზეა” დაგეგმილი.

https://www.facebook.com/EltonJohn/photos/a.484583971570715.127553.142246372471145/1971502549545509/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები