LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელტონ ჯონს პლაჟზე სიარული ეზარება (ფოტო)

175

ელტონ ჯონი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ამჯერად იტალიაში იმყოფება, სადაც დატვირთული კონცერტების შემდეგ ისვენებს. პაპარაცების ობიექტივში მოხვდა ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის დასვენების ამსახველი კადრები. ფოტოებზე ჩანს მომღერლის მეუღლე, დევიდ ფურნიში და ასევე 7 და 4 წლის ვაჟები. მედიის ყურადღება კი ერთმა საინტერესო კადრმა მიიქცია. მომღერალს პლაჟზე გადაადგილებაში ვარსკვლავს მისი დაცვის ორი წევრი ეხმარება. ელტონ ჯონს დაცვის წევრების მხრებზე ხელი აქვს მოხვეული და მას ასე ასეირნებენ. 71 წლის მუსიკოსს თან დამხმარე პერსონალიც ახლავს, მათ შორის ბავშვების ძიძა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მომღერალმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მსოფლიოს გრშემო კონცერტების სერიას ასრულებს. ერთ-ერთი ბოლო კონცერტის ფარგლებში ის „ბლექსი არენაზე“ ვიხილეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები