LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელვის პრესლის ახალ კლიპში ქეით მოსი მონაწილეობს (ვიდეო)

117

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კეიტ მოსი ელვის პრესლის ახალ კლიპში გამოჩნდებოდა. ამჯერად კი, ქსელში აღნიშნული კლიპი გავრცელდა 90-იანი წლების ცნობილი სუპერმოდელის მონაწილეობით.

ვიდეო სიმღერაზე „The Wonder of You“ არის გადაღებული და მასში მოსი ტყავის კოსტიუმში, ელვის პრესლის სტილში მღერის.

მოდელმა აღიარა, რომ პრესლის თაყვანისმცემელია და აღნიშნული შემოთავაზება მისთვის ოცნების ასრულების ტოლფასი იყო. შეგახსენებთ, რომ კეიტს უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული ისეთი ცნობილი მუსიკოსების კლიპებში, როგორიც ელტონ ჯონი და პოლ მაკარტნი არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები