LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელვის პრესლის საფლავის სანახავად ფულს გადაიხდით

137

ელვის პრესლის საფლავის მონახულება ფასიანი ხდება. ლეგენდარული მუსიკოსის განსასვენებლის ნახვა ამიერიდან ფასიანი იქნება, რამაც მის თაყვანისმცემლებში სერიოზული პროტესტი გამოიწვია. პრესლის მუსიკის მოყვარულებს არ ესმით, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი და უფრო მეტიც, ბევრი მათგანი საფლავზე სიარულს საერთოდ აღარ აპირებს. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავის გარდაცვალებიდან უკვე 40 წელი გავიდა და მთელი ამ დროის განმავლობაში მისი საფლავის ნახვა ყველა მსურველს უპრობლემოდ შეეძლო. ცოტა ხანში კი სამარხის ნახვის ფასი 29 დოლარი გახდება. იდეის ავტორები თაყვანისმცემლებს იმით ამშვიდებენ, რომ ამ ფასში ელვისის მუზეუმის მონახულებაც შედის, რაც მათ წესით უნდა უხაროდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები