LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემა უოთსონი და ტომ ჰენკსი ნიუ-იორკში ფილმის პრემიერას დაესწრნენ

274

ემა უოთსონი ახალი ფილმის „The Circle“ პრემიერის ფარგლებში ნიუ-იორკს ესტუმრა. „მზეთუნახავი და ურჩხულის“ ვარსკვლავს, რომელიც წითელს ხალიჩაზე ფოტოგრაფების წინაშე საკმაოდ დიდხანს პოზირებდა, ღია მხრებიანი, სადა თეთრი ფერის კაბა ეცვა, რომელიც მის მიმზიდველ სხეულს უსვამდა ხაზს.

ფილმის პრემიერა ფესტივალის Tribeca Film Festival ფარგლებში შედგა. ცნობილია, რომ პარტნიორობას მასში უოტსონს ტომ ჰენკსი უწევს, რომელიც წითელ ხალიჩაზე კლასიკური შარვლითა და პიჯაკით გამოცხადდა. 60 წლის ჰენკსი ფილმში უმსხვილესი ინტერნეტკორპორაციის დამფუძნებლის როლს ასრულებს.

პრემიერის შემდეგ, ემამ იმიჯი შეიცვალა და კლასიკური შავი ფერის ჩაცმულობით გამოცხადდა.  27 წლის ვარსკვლავმა ავტოგრაფები დაარიგა და თაყვანისმცემლებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები