LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემანუელ მაკრონმა საკადრო ცვლილებების განკარგულება გასცა

89

საფრანგეთის პრეზიდენტმა საკუთარ ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების  განკარგულება გასცა. შესაბამისი გადაწყვეტილება ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ მიიიღო, რაც მისი თანაშემწის გარშემო ხმაურიანი სკანდალი აგორდა. კერძოდ, საფრანგეთის ლიდერის ყოფილი პირადი მცველი მაისში გამართული აქციების მონაწილეთა ცემაში დაადანაშაულეს. შესაბამისი ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი ინტერნეტით გავრცელდა.

მაკრონის ინიციტივით, აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით გუშინ საღამოს მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართა.

როგორც ცნობილია, მაკრონის თანაშემწე ალექსანდრ ბენალა, რომელიც რამდენიმე დემონსტრანტის ცემაშია ბრალდებული, თანამდებობიდან პარასკევს გაათავისუფლეს, თუმცა, საფრანგეთის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ელისეის სასახლეში მომხდარის შესახებ დიდი ხანია იცოდნენ, მაგრამ რეაგირება არ მოახდინეს და დანაშაულის დამალვა სცადეს.

ბენალას საქმესთან დაკავშირებით, სამი მაღალჩინოსანი პოლიციელი დაიკითხა. გამოძიების ცნობით, მათ ბრალი მაისის დემონსტრაციაზე მომხდარი ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებაში ადანაშაულებენ. გამოძიება ასევე დაინტერესდა ემანუელ მაკრონის თანაპარტიელ, ვინსენ კრაზესსაქმიანობით, რომელიც ვიდეოს გავრცელებასთან არის დაკავშირებული.

მაკრონის თანაშემწის საქმესთან დაკავშირებით, დღეს საფრანგეთის პარლმენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები