LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემანუელ მაკრონს ფრანგული ბაგეტის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარება სურს

316

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ფრანგული ტრადიციული პურის, ბაგეტის, იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ამით ის ფრანგი პურის მცხობელებისა და მეფუნთუშეების ინიციატივას უერთდება, რომლებსაც ეს იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც გაერომ იტალიურ, კერძოდ კი ნეაპოლურ პიცას იგივე სტატუსი მიანიჭა.

“უნდა დავიცვათ ბაგეტის უნიკალურობა და მისი შექმნის სიახლე, ამიტომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში უნდა მოხვდეს- “, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა და ასევე დასძინა, რომ “ბაგეტი ფრანგების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ხოლო პურს განსაკუთრებული ისტორია აქვს დილით, შუადღისით და საღამოსაც”. მას მიაჩნია, რომ მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში ბაგეტის შესვლა ტრადიციული სამზარეულოს განვითარებას ხელს შეუწყობს.

ამ დროისთვის გაეროს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებთან და ძეგლებთან ერთად, სხვადასხვა ტრადიციაც შედის. ეს პატივი ესპანურ ფლამენკოს, იოგას, ტიბეტურ ოპერასა და ბელგიურ ლუდსაც ერგო.