LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მომზადებისთვის ექვსი პირი დააკავეს

81

საფრანგეთში შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მომზადებისთვის ექვსი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირები რადიკალური შეხედულებების მხარდამჭერები არიან. დაკავების ოპერაცია იზერის, მოზელის და ილი და ვილენის დეპარტამენტებში ჩატარდა.

პარიზის პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის მუხლით დაიწყო.

საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები