LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემბერ ჰერდი Tesla-ს დამფუძნებელს ხვდება

215

ემბერ ჰერდი კომპანია Tesla-ს დამფუძნებელს, ელონ მასკს ხვდება, ბიზნესმენის ქონება 12 მილიარდ დოლარს შეადგენს. მსახიობთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ემბერი და ელონი ერთმანეთს რამდენიმე წელია იცნობენ, თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან დაახლოვდნენ.

ანონიმური წყაროების ინფორმაციით, ემბერი და მისი და გასულ კვირას, უქმეებზე მაიამიში მილიარდერის ბუნგალოში ისვენებდნენ, 2 კვირის წინ კი ემბერი და ელონი რესტორანში ვახშმობისას დააფიქსირეს ერთად. ამასთან, მსახიობი ცდილობს, საიდულოდ დარჩეს ხოლმე მისი სტუმრობა მასკის ოფისშიც.

ჯერ-ჯერობით, მათ ურთიერთობას „რომანს“ ვერავინ უწოდებს, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში მათი მეგობრობა სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები