LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემბერ ჰერდმა ძალადობაზე ესსე დაწერა

36

ემბერ ჰერდი, რომელმაც ყოფილი მეუღლე, ჯონი დეპი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, აღნიშნულ თემას კვლავ შეეხო. ჟურნალ Porter-ში მან ესსე გამოაქვეყნა:

„თქვენ არ ხართ მარტო. თქვენ შეგიძლიათ იტიროთ დახურულ კარს მიღმა, მაგრამ მარტო არ ხართ და ეს უნდა იცოდეთ, – წერს ჰერდი, – მინდა შეგახსენოთ თქვენი ძალის შესახებ, რომელიც იმ ქალების რაოდენობის მიხედვით იზრდება, რომლებიც ჩვენს უკან დგანან. სიმართლე დამეხმარა კედელი ჩამომენგრია, რომლის მიღმაც მარტო ვიყავი“.

შეგახსენებთ, რომ ემბერ ჰერდმა და ჯონი დეპმა 2015 წლის იანვარში იქორწინეს, 15 თვის შემდეგ კი 30 წლის ლამაზმანმა მეუღლე ძალადობაში დაადანაშაულა და განქორწინებისთვის სასამართლოს მიმართა. საზოგადოებამ მაშინ მიიჩნია, რომ ამ გზით ემბერს ჯონისგან ფულის გამოძალვა სურს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები