LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემბერ ჰერდს და ილონ მასკს რომანი აქვთ

100

ჰოლივუდის მსახიობს, ემბერ ჰერდს და “ტესლა მოტორის”-ისა და “სპეის X”-ის დამაარსებელს, ილონ მასკს ერთმანეთი უყვართ. ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

პირველად, წყვილის ერთად ყოფნის შესახებ 2016 წლის ზაფხულში დაწერეს, როდესაც ჰერდი და მასკი ლონდონში ერთად დააფიქსირეს. ისინი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ, ბოლო თვეებს კი სულ ერთად ატარებენ. ემბერის მეგობრების განცხადებით, ლამაზმანი მილიარდერზე „ჭკუას კარგავს“.

შეგახსენებთ, რომ ჰერდი ცოტა ხნის წინ დაშორდა მეუღლეს, ჯონი დეპს. რა შეეხება მასკს, ის ქორწინებაში სამჯერ იმყოფებოდა, აქედან ორჯერ ერთსა და იმავე ქალზე, მსახიობ ტალულა რაილიზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები