LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ემი 2018″ – „სამეფო კარის თამაშების“ ტრიუმფი და სხვა გამარჯვებულები (ფოტო)

255

ცოტა ხნის წინ „ემი 2018“-ის სატელევიზიო პრემიის დაჯილდოების რიგით 70-ცერემონიალი დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, წლის საუკეთესო დრამატულ სერიალად „სამეფო კარის თამაშები“ დასახელდა. საუკეთესო კომედიურ სერიალად კი „საოცარი მისის მეიზელი“ აღიარეს.  გამარჯვებულთა შორის ასევე მოხვდნენ სერიალები „ველური დასავლეთის სამყარო“ , „გვირგვინი“, „დანაშაულებების ისტორია: ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა“. საინტერესოა, რომ წლის პროდიუსერად ბენ აფლეკის ყოფილი შეყვარებული, ლინდსი შუკუსი დასახელდა.

გამარჯვებულთა სრული სია ასეთია:

საუკეთესო დრამატული სერიალი – „სამეფო კარის თამაშები”

საუკეთესო კომედიური სერიალი – „საოცარი მისის მეიზელი”

საუკეთესო მინი სერიალი – „ამერიკული დანაშაულებების ისტორია: ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა“

საუკეთესო ტელეფილმი – კალისტერი: „შავი სარკე”

ქალის საუკეთესო როლი დრამატულ სერიალში – კლერ ფოი, „გვირგვინი“

მამაკაცის საუკეთესო როლი დრამატულ სერიალში – მეთიუ რიზი, „ამერიკელები“

ქალის საუკეთესო  მეორეხარისხოვანი როლი დრამატულ სერიალში – ტენდი ნიუტინი „ველური დასავლეთის სამყარო“

მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი დრამატულ სერიალში – პიტერ დინკლეიჯი „სამეფო კარის თამაშები“

მამაკაცის საუკეთესო როლი კომედიურ  სერიალში – ბილ ჰეიდერი „ბარი“

ქალის საუკეთესო როლი კომედიურ სერიალში – რეიჩელ ბროსნაჰენი „საოცარი მისის მეიზელი“

ქალის საუკეთესო როლი მინი სერიალში – რეჯინა კინგი, „შვიდი წამი“

დარენ კრისი, „ამერიკული დანაშაულებების ისტორია: „ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა“

საუკეთესო რეალითი-შოუ – „რუპოლის სამეფო თამაშები”

საუკეთესო პროდიუსერი – ლინდსი შუკუსი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები