LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემი ადამსი დედა მეორედ გახდება

455

დასავლური მედიის მტკიცებით, ემი ადამსისა და დარენ ლე გალოს ოჯახში მატებაა. ასეთ დასკვნამდე ყვითელი პრესის წარმომადგენლები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ადამსი ღონისძიებას Day of Indulgence თავისუფალი სტილის კაბაში ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავი სულ უფრო ხშირად ირჩევს მსგავსი ტიპის ჩაცმულობებს.

43 წლის მსახიობს ამ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში დიდ ეკრანებზე გამოდის ფილმი ”სამართლიანობის ლიგა”, სადაც ემი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

რაც შეეხება ადამსისა და გალოს ოჯახს, წყვილი ერთ ქალიშვილს უკვე ზრდის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები