LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემი ადამსი „ოსკარებზე“ ლეონარდო დიკაპრიოს ბედს იზიარებს

363

გუშინ ცნობილი გახდა „ოსკარის“ რიგით 89-ე ცერემონიის ნომინანტთა ვინაობა. როგორც მოსალოდნელი იყო, ნომინანტების რაოდენობით ლიდერია დემიენ შაზელის ფილმი „ლა ლა ლენდი“. ფილმი ერთდროულად 14 ნომინაციაშია წარდგენილი.

ამერიკის კინოაკადემიის ნომინანტების გამოცხადებას უკვე მოჰყვა პირველი სკანდალი. მსახიობები ემი ადამსი და ტომ ჰენქსი თავდაპირველად მოხვდნენ წლის საუკეთესო მსახიობი ქალისა და მამაკაცის ნომინანტებს შორის. მოგვიანებით კი ისინი სიიდან ამოიღეს. ემი ადამსი მერილ სტრიპმა ჩაანაცვლა, ხოლო ტომ ჰენქსი სიიდან უბრალოდ ამოიღეს.

მომხდარი ინციდენტის გამო ტელეკომპანია ABC-იმ ოფიცილური  ბოდიში მოიხადა. ემი ადამსი წელს 2 ფილმით მოხვდა კინოდაჯილდოებების ნომინანტებს შორის. ესა არის ფილმები „ღამის ცხოველები“ და „ჩამოსვლა“. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ადამსმა ფანტასტიკურად გაართვა თავი ორივე როლს, თუმცა ოსკარებზე ის ვერ მოხვდა.

მედიაში წერენ, რომ ემი ადამსი ლეონარდო დიკაპრიოს ბედს იზიარებს და ყველაზე წარუმატებელ ნომინანტთა შორისაა. ის 5-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე.

ოსკარის ნომინანტთა შორის ვერ მოხვდა „დედპულიც“, რომელსაც დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები