LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემიგრანტი ეთნიკური ქართველებისთვის შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობის მიღება გამარტივდეს

110

ეთნიკურად ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება შესაძლოა გამარტივდეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – გართულდეს.  პარლამენტში ემიგრანტი ეთნიკური ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივების მოთხოვნით კანონპროექტი დარეგისტრირდა.

კანონპროექტის თანახმად, იცვლება უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების 5-წლიანი ვადა (კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების) 10-წლიანი ვადით, ხოლო ემიგრანტი ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც ატარებენ ქართულ გვარს და თავს თვლიან ქართველებად, საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიღების მიზანი დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება და უცხოეთში მცხოვრები ქართველების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები