LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემილია კლარკის სამოყვარულო ვიდეო „სამეფო კარის თამაშების“ კულუარებიდან (ვიდეო)

556

მანამ, სანამ გულშემატკივრები „სამეფო კარის თამაშების“ ახალი სეზონის შესახებ მსჯელობენ, ემილია კლარკმა გადაწყვიტა სერიალის ფანებისთვის ნამდვილი სიურპრიზი მოეწყო. მსახიობმა, რომელიც სერიალის პირველივე სეზონიდან აქტიურად არის ჩართული გადაღებებში, იმ ადგილებში მოაწყო ექსკურსია, სადაც გადამღები ჯგუფი მუშაობს. ემილიამ გიდის მისია იკისრა და გადასაღები მოედანი სამოყვარულო კამერით გადაიღო, თანაც ვიდეო თავად განათავსა „ინსტაგრამზე“.

გადაღებების დროს მას კიტ ჰარინგტონიც შეუერთდა, რომელსაც ახალ სეზონში მაყურებელი ასევე იხილავს. მსახიობები შესაბამის კოსტიუმებსა და გრიმით იყვნენ წარმოდგენილები. გაირკვა, რომ ვიდეო ემილია კლარკმა საქველმოქმედო მიზნით გადაიღო. მსახიობმა მოუწოდა გულშემატკივრებს აქტიურად ჩაერთონ ექთანთა სამეფო კოლეჯისთვის სახსრების მობილიზებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები